ნუ დაანგრევთ მუხრანის პარკს და ჩოგბურთის +
Sign Now
თბილისს ისევე, როგორც მსოფლიო ყველა ძველ, ტრადიციულ და სილამაზით განთქმულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილები ამშვენებს. ერთერთი ასეთი ჩვენს დედაქალაქში მტკვრის სანაპიროა, მუხრანის ხიდთან გაშენებული პარკი, მისი უნიკალური რეკრეაციული გარემო (180 მუქწიწვოვანი, ძირითადად ასწლოვანი ხე, ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა ჩინური აკაცია, იშვიათი პალმები, მუხა, წიფელი და სხვა მრავალი) და პარკის შუაგულში- ჩოგბურთის კორტები (9 ღია და 2 დახურული მოედანი, რაც ყველა ქალაქისთვის ნამდვილი სიმდიდრეა!). ეს კორტები ისევე საამაყოა ჩვენთვის,როგორც პარიზელებისათვის - როლან გაროსი ან ლონდონელებისათვის-უიმბლდონი(ცხადია, ჩვენი განსხვავებული მასშტაბიდან გამომდინარე). აქ თამაშობდა და დღესაც თამაშობს აურაცხელი თბილისელი ბავშვი, აქ მოქმედებს მოყვარულ ჩოგბურთელთა კლუბი, აქ დაოსტატდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ჩოგბურთელები, როგორც ალექსანდრე მეტრეველი, თეიმურაზ კაკულია, ვოვა გაბრიჩიძე, ლეილა მესხი, თუ სულ ახლახანს ირაკლი ლაბაძე. დღეს ეს კორტები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ თავისი უნიკალური ადგიმდებარეობიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, აქვს განვითარების და სრულყოფის რეალური პერსპექტივა, და რაც მთავარია, ეს პერსპექტივა მთლიანად ჯდება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში - გაიზარდოს საქართველოს და, კარძოდ, მისი დედაქალაქის მიმზიდველობა და ტურისტული პოტენციალი.
დღეს ამ უნიკალურ სპორტულ-რეკრეაციულ ობიექტს განადგურება ემუქრება, რაც, ეწინააღმდეგება თბილისის საკრებულოს 2002 წლის 2 ნოემბრის დადგენილებას, თბილისში პარკებს, სკვერებსა და სპორტულ სათამაშო მოედნებზე ყოველგვარი მშენებლობის აკრძალვის შესახებ, რომელმაც უამრავი მოედანი და რეკრეაციული ზონა გადაარჩინა (დადგენილებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი).
სანაპიროს კორტების შენარჩუნება განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, როდესაც, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოდ, უკვე ცნობილია, რომ 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები თბილიში ჩატარდება! ელემენტარული პრაგმატიზმი გვკარნახობს: იმ დროს, როცა ქალაქს სჭირდება უამრავი ახალი სპორტული ობიექტის აშენება, სრულიად შეუსაბამო იქნება მოსპო ის, რაც უკვე არსებობს და რეკონსტრუქციას ექვემდებარება. ჩვენი წინადადება - მთელი ტერიტორია, პარკისა და კორტების ჩათვლით, გადაეცეს ქალაქის მერიას და კორტები, დასავლეთი ქალაქების მსგავსად, გახდეს მუნიციპალური საკუთრება. ამ შემთხვევაში მერია თვითონ იქნება დაინტერესებული ჩადოს გარკვეული თანხები იმაში, რომ კორტები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და აქ შესაძლებელი გახდეს ოლიმპიური და სხვა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს ჩატარება. ამგვარი ტურნირები კი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ინტეგრირებისა საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა სისტემაში (ამის მაგალითებია, თუნდაც, ისეთი არატრადიციული სატენისო ქალაქები, როგორც დუბაი და დოხა, რომელთაც ატპ-ს ტურნირების ორგანიზაციით უკვე დაიმკვიდრეს ადგილი საერთაშორისო საჩოგბურთო რუკაზ.ე). პ.ს. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ის, რაზედაც ვწერდით, დღეს უკვე მომხდარი ფაქტია: კორტები მთლიანად განაგურებულია და მის ტერიტორიაზე მოჭრილია ყველა ხე!!! (როგორც გვითხრეს, ეს ვანდალური აქტი განხორციელდა ისე, რომ პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსიც არ მოუხსნიათ).
როგორ ეთანხმება ქალაქის შუაგულში ხეების მასობრივი მოჭრა ქვეყნის გაცხადებულ ტენდენციას გახდეს ეკოლოგიურად სანიმუშო ქვეყანა?!
მივმართავთ ყველას, ვისაც გულწრფელად აღელვებს ჩვენი ქალაქის ბედი, ხელი მოაწეროს ამ წერილს - ამით იმას მაინც დავადასტურებთ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს.
If you already have an account please sign in, otherwise register an account for free then sign the petition filling the fields below.
Email and password will be your account data, you will be able to sign other petitions after logging in.
Continue with Google