ნუ დაანგრევთ მუხრანის პარკს და ჩოგბურთის +

Sign Now
petition image
ნუ დაანგრევთ მუხრანის ხიდთან გაშენებულ პარკს და ჩოგბურთის კორტებს !

თბილისს ისევე, როგორც მსოფლიო ყველა ძველ, ტრადიციულ და სილამაზით განთქმულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილები ამშვენებს. ერთერთი ასეთი ჩვენს დედაქალაქში მტკვრის სანაპიროა, მუხრანის ხიდთან გაშენებული პარკი, მისი უნიკალური რეკრეაციული გარემო (180 მუქწიწვოვანი, ძირითადად ასწლოვანი ხე, ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა ჩინური აკაცია, იშვიათი პალმები, მუხა, წიფელი და სხვა მრავალი) და პარკის შუაგულში- ჩოგბურთის კორტები (9 ღია და 2 დახურული მოედანი, რაც ყველა ქალაქისთვის ნამდვილი სიმდიდრეა!). ეს კორტები ისევე საამაყოა ჩვენთვის,როგორც პარიზელებისათვის - როლან გაროსი ან ლონდონელებისათვის-უიმბლდონი(ცხადია, ჩვენი განსხვავებული მასშტაბიდან გამომდინარე). 

აქ თამაშობდა და დღესაც თამაშობს აურაცხელი თბილისელი ბავშვი, აქ მოქმედებს მოყვარულ ჩოგბურთელთა კლუბი, აქ დაოსტატდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ჩოგბურთელები, როგორც ალექსანდრე მეტრეველი, თეიმურაზ კაკულია, ვოვა გაბრიჩიძე, ლეილა მესხი, თუ სულ ახლახანს ირაკლი ლაბაძე. დღეს ეს კორტები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ თავისი უნიკალური ადგიმდებარეობიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, აქვს განვითარების და სრულყოფის რეალური პერსპექტივა, და რაც მთავარია, ეს პერსპექტივა მთლიანად ჯდება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში - გაიზარდოს საქართველოს და, კარძოდ, მისი დედაქალაქის მიმზიდველობა და ტურისტული პოტენციალი.



დღეს ამ უნიკალურ სპორტულ-რეკრეაციულ ობიექტს განადგურება ემუქრება, რაც, ეწინააღმდეგება თბილისის საკრებულოს 2002 წლის 2 ნოემბრის დადგენილებას, თბილისში პარკებს, სკვერებსა და სპორტულ სათამაშო მოედნებზე ყოველგვარი მშენებლობის აკრძალვის შესახებ, რომელმაც უამრავი მოედანი და რეკრეაციული ზონა გადაარჩინა (დადგენილებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი).



სანაპიროს კორტების შენარჩუნება განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, როდესაც, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოდ, უკვე ცნობილია, რომ 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები თბილიში ჩატარდება! ელემენტარული პრაგმატიზმი გვკარნახობს: იმ დროს, როცა ქალაქს სჭირდება უამრავი ახალი სპორტული ობიექტის აშენება, სრულიად შეუსაბამო იქნება მოსპო ის, რაც უკვე არსებობს და რეკონსტრუქციას ექვემდებარება. 
ჩვენი წინადადება - მთელი ტერიტორია, პარკისა და კორტების ჩათვლით, გადაეცეს ქალაქის მერიას და კორტები, დასავლეთი ქალაქების მსგავსად, გახდეს მუნიციპალური საკუთრება. ამ შემთხვევაში მერია თვითონ იქნება დაინტერესებული ჩადოს გარკვეული თანხები იმაში, რომ კორტები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და აქ შესაძლებელი გახდეს ოლიმპიური და სხვა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს ჩატარება. ამგვარი ტურნირები კი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ინტეგრირებისა საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა სისტემაში (ამის მაგალითებია, თუნდაც, ისეთი არატრადიციული სატენისო ქალაქები, როგორც დუბაი და დოხა, რომელთაც ატპ-ს ტურნირების ორგანიზაციით უკვე დაიმკვიდრეს ადგილი საერთაშორისო საჩოგბურთო რუკაზ.ე). პ.ს. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ის, რაზედაც ვწერდით, დღეს უკვე მომხდარი ფაქტია: კორტები მთლიანად განაგურებულია და მის ტერიტორიაზე მოჭრილია ყველა ხე!!! (როგორც გვითხრეს, ეს ვანდალური აქტი განხორციელდა ისე, რომ პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსიც არ მოუხსნიათ).
როგორ ეთანხმება ქალაქის შუაგულში ხეების მასობრივი მოჭრა ქვეყნის გაცხადებულ ტენდენციას გახდეს ეკოლოგიურად სანიმუშო ქვეყანა?!
მივმართავთ ყველას, ვისაც გულწრფელად აღელვებს ჩვენი ქალაქის ბედი, ხელი მოაწეროს ამ წერილს - ამით იმას მაინც დავადასტურებთ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს.
Sign The Petition
OR

If you already have an account please sign in, otherwise register an account for free then sign the petition filling the fields below.
Email and password will be your account data, you will be able to sign other petitions after logging in.

Privacy in the search engines? You can use a nickname:

Attention, the email address you supply must be valid in order to validate the signature, otherwise it will be deleted.

I confirm registration and I agree to Usage and Limitations of Services
I confirm that I have read the Privacy Policy
I agree to the Personal Data Processing
Shoutbox
Sign The Petition
OR

If you already have an account please sign in

I confirm registration and I agree to Usage and Limitations of Services
I confirm that I have read the Privacy Policy
I agree to the Personal Data Processing
Goal
50 signatures
Goal: 50
Latest Signatures
27 June 2015
50. Patiachvili G | No
2 January 2015
49. Tamar V | I support this petition
14 September 2014
48. Nana N | sasurvelia alternatiuli gadackvetilebis modzebna
17 March 2014
47. Lia B | momavlis imedit
10 January 2014
46. Tamar S | es barbaropsobaa! !
21 December 2013
45. Tinatin K | I support this petition
30 August 2013
44. Ketavan A | support the petition
6 August 2013
43. Lia M | I support this petition
12 July 2013
42. Marika L | Lile e. V.
10 June 2013
41. Gogi M | sirzxvilia!!!
16 March 2013
40. Erekle K | I support this petition
21 August 2012
39. Paata T | I support this petition
23 June 2012
38. Maya S | I support this petition
23 January 2012
37. Marina M | I support this petition
2 October 2011
36. Anonymous | I support this petition
13 July 2011
35. Shorena S | I support this petition
14 June 2011
34. Anonymous | I support this petition
2 June 2011
33. Anonymous | ббЇбббб ббббб бббббб бб ббб, ббббббб бббббббббб бббббЄббб бббббббббб.
22 February 2011
32. Marika K | I support this petition
1 January 2011
31. Zaira A | I support this petition
20 May 2010
30. Tengiz T | I support this petition
14 January 2010
29. Tsouladze Love | I support this petition
7 January 2010
28. Irakli K | სანამ შიშის გადაძლევა არ მოხერხდება ჩვენში საქმეები კიდევ და კიდევ უფრო ცუდად წავა.
14 July 2009
27. Marita R | I support this petition
11 February 2009
26. Anonymous | I support this petition
browse all the signatures »
Information
In: -
Petition target:
Georgian Civil Society
Tags
No tags
Embed Codes
direct link
link for html
link for forum without title
link for forum with title
728×90
468×60
336×280
125×125