ჯაბა იოსელიანის გადასვენება დიდუბის პანთ

Sign Now
petition image
საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პარლამენტს,
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,
საქართველოს საზოგადოებას,


ჩვენ ყველანი იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ვინც უკანასკნელი ოცწლეულის მოვლენებს შეესწრო. ალბათ დამღლელი იქნება იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მძიმე და მუხანათი დღეები გამოვიარეთ ამ 20 წლის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ საზოგადოება საკმაოდ მომწიფდა იმისათვის, რომ ამ პერიოდში მომხდარ ყველა მოვლენას საბოლოოდ დაარქვას თავისი სახელი. ამ წერილისა და ჩვენი აქციის მთავარი მიზანიც სწორედ აღნიშნული გახლავთ.
ალბათ ორი აზრი არ არსებობს, რომ 1991-93 წლებში გაჩაღებული რევანშისტული ომი, რომელსაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა, ქვეყანაში სისხლისღვრა და რეპრესიები მოჰყვა, გახლდათ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაული, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით, ხოლო ამ ომის შემოქმედნი - ბოროტმოქმედები და დამნაშავეები, რომელთა უმეტესობა დღემდე არც კი გასამართლებულა. პირიქით, დამაარსებელი და ერთ-ერთი იდეოლოგი მხედრიონისა, სამხედრო-დანაშაულებრივი ორგანიზაციის, რომლის კისერზეც გახლავთ 1991 წელს ხელისუფლების დამხობა, 1991-1993 წლებში საპროტესტო მიტინგების დახვრეტა თბილისში და სამეგრელოს მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა და ფიზიკური ანგარიშსწორება - ჯაბა იოსელიანი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლის მარტში დიდი პატივით იქნა დაკრძალული დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ნაბიჯით მოხდა მისთვის სიცოცხლეში ჩადენილი დანაშაულების ჩამორეცხვა და რეპუტაციის ხელოვნური აღდგენა, რაც მიუღებელია და უფრო მეტიც - წარმოადგენს დანაშაულს ერისა და ქვეყნის წინაშე.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვთვლით, რომ ეს გაუზრებელი თუ კარგად გააზრებული ნაბიჯი გახლავთ უდიდესი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ არსად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ბოროტმოქმედს, წარსულში ძარცვისა და მკვლელობისთვის ნასამართლევს, კანონიერი ხელისუფლების დამამხობელს და ასობით უდანაშაულო ოჯახის გამამწარებელს ასეთი პატივით მიუჩენდნენ ადგილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მიგვაჩნია, რომ ლადო ასათიანის, თედო რაზიკაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, იროდიონ ევდოშვილის, იეთიმ გურჯის, პაოლო იაშვილის, დუტუ მეგრელის, შიო მღვიმელის, დემნა შენგელაიას, ტერენტი გრანელის, იოსებ ყიფშიძის, თედო ჟორდანიას, სიმონ ყაუხჩიშვილის, ნიკო კეცხოველის, სერგი მაკალათიას, ვასო გოძიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დოდო აბაშიძის და სხვა ღირსეულ მამულიშვილთა გვერდით ბოროტმოქმედისა და ქვეყნის მტრის ადგილი არ არის, მეტიც - ჯაბა იოსელიანის საფლავის არსებობა დიდუბის პანთეონში იქ დაკრძალულ მამულიშვილთა, აგრეთვე სამოქალაქო ომის დროს მხედრიონის მიერ უდანაშაულოდ დახოცილ ადამიანთა სულების შეურაცხყოფაა.
დღეს ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიას. ეს უკანასკნელი კი ისეთი რამაა, შეცდომებს - გაუაზრებელსაც და მითუმეტეს გააზრებულს არავის პატიობს. ჩვენი მომავალი თაობა ჩვენ არ გვაპატიებს ისტორიის აბუჩად აგდებასა და უგულებელყოფას. ამიტომაც დღესვე უნდა გადავდგათ ისეთი პრევენციული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალში სავალალო შედეგებს ააცილებს. ვთვლით, რომ ჯაბა იოსელიანის საფლავის არსებობა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სწორედაც რომ ისტორიის აბუჩად აგდება და უგულებელყოფაა, ამიტომაც ყოველი შეცდომა მაშინვე უნდა გამოვასწოროთ, როცა ამის შანსი მოგვეცემა.
ჩვენ მოგიწოდებთ, რამეთუ გვაქვს ამის უფლება - იფიქროთ ისტორიაზე და იზრუნოთ მავნე სიმბოლოებისა და სტერეოტიპების ამოძირკვაზე. მოვითხოვთ, რომ ჯაბა იოსელიანის ნეშტი დაუყონებლივ იქნეს გადასვენებული დიდუბის პანთეონიდან და დაიკრძალოს იქ, სადაც ამას ოჯახი ჩათვლის საჭიროდ. გთხოვთ, გამოყოთ სპეციალური მუშა ჯგუფი, რომელიც უზრუნველჰყოფს აღნიშნულის განხორციელებას.
Sign The Petition
OR

If you already have an account please sign in, otherwise register an account for free then sign the petition filling the fields below.
Email and password will be your account data, you will be able to sign other petitions after logging in.

Privacy in the search engines? You can use a nickname:

Attention, the email address you supply must be valid in order to validate the signature, otherwise it will be deleted.

I confirm registration and I agree to Usage and Limitations of Services
I confirm that I have read the Privacy Policy
I agree to the Personal Data Processing
Shoutbox
Sign The Petition
OR

If you already have an account please sign in

I confirm registration and I agree to Usage and Limitations of Services
I confirm that I have read the Privacy Policy
I agree to the Personal Data Processing
Goal
50 signatures
Goal: 100
Latest Signatures
10 December 2015
50. Mamuka Daniels | I support this petition
3 September 2015
49. Sao Bass | I support this petition
12 July 2015
48. Cico Marsh | I support this petition
27 April 2015
47. Aleksandre Dougherty | I support this petition
12 February 2015
46. David G | I support this petition
16 October 2014
45. Ded P | I support this petition
8 May 2014
44. Nona Zavala | I support this petition
24 March 2014
43. Gogi M | I support this petition
22 January 2014
42. Lasha Huynh | I support this petition
18 December 2013
41. Maia K | I support this petition
29 January 2013
40. Erekle Stokes | I support this petition
27 January 2013
39. Malkhazi Barron | I support this petition
16 January 2013
38. Giorgi Lutz | I support this petition
26 July 2012
37. David K | I support this petition
29 May 2012
36. Anonymous | I support this petition
24 December 2011
35. Nana Santana | I support this petition
4 July 2011
34. Gudauta Landry | I support this petition
1 December 2010
33. Anonymous | I support this petition
24 September 2010
32. Gio Rich | I support this petition
28 August 2010
31. Gabo Horton | I support this petition
25 June 2010
30. Pirmisashvili Ramsey | I support this petition
11 May 2010
29. Mathew Kirk | I support this petition
18 April 2010
28. Roman A | I support this petition
6 April 2010
27. Natalia Shannon | I support this petition
28 March 2010
26. Giorgi Bautista | I support this petition
browse all the signatures »
Information
In: -
Petition target:
Tags
No tags
Embed Codes
direct link
link for html
link for forum without title
link for forum with title
728×90
468×60
336×280
125×125